კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის 2 მარტის საბჭოს სხდომის (ოქმი N47) გადაწყვეტილებით, 6 მარტიდან გამოცხადდა კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. რეგისტრაცია დაიწყება 7 მარტს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 15 მარტს, 18:00 საათის ჩათვლით. კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი E109), მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო კლუბის ტრენერის პოზიციაზე

პროექტის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტი უკვე მე-3 წელია ხორციელდება დამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 100 კლუბი სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით. ტექნოლოგიური […]

ვაკანსია „ლიგამუსის“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: წიგნის მაღაზიის ყველა სალაროს, სალარო-აპარატის, სალარო-ტერმინალის, სალარო-ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათთან მუშაობა; სალაროს ფინანსურ რესურსებზე პასუხისგება (დანაკლისის ანაზღაურება); ინკასაცია; ბუღალტერსა და ბუღალტერიასთან ურთიერთობა; სამსახურის უფროსისთვის გაყიდვების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; სამსახურში მიმდინარე აღწერისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; სამსახურის მომხმარებლის კონსულტაცია და […]

ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკასა და წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აცხადებს სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; სტრატეგიის იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად პერიოდული მონიტორინგი; რეპორტინგი – ყოველი თვის ბოლოს გასული თვის მუშაობის შედეგის შეჯამება; ანალიზი და შემდეგი კომუნიკაციის შესაბამისად დაგეგმვა; ემპირიული დაკვირვებებისა და ანალიტიკური მონაცემების შედეგის მიხედვით კონტენტის შინაარსისა და ფორმის განსაზღვრა; სოციალური […]

ვაკანსია ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ინფორმაციის მოძიება ახალი რესურსის შესახებ; ახალი რესურსების შესყიდვის პროცესის კურირება და შესაბამისი წესით აღრიცხვა; სასწავლო კურსების სილაბუსების დამუშავება; უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირებულობა ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ; სამეცნიერო ელბაზების გაიდების (გზამკვლევი?) თარგმნა/რედაქტირება; საინფორმაციო შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი ინფორმაციის დახარისხების უნარი ინტერნეტში ძიების უნარი […]

ვაკანსია ბიბლიოთეკარის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს ბიბლიოთეკარის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე; მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა; ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველების კონსულტაცია და დახმარება; მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება; მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა; მკითხველისთვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებისას; […]

ვაკანსია ბიბლიოთეკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს ბიბლიოთეკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების დახმარება ასლის გადამღები ცენტრების მომსახურების საჭიროებისას; საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე; მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა; ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება; მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება; მკითხველისთვის სხვადასხვა […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა; საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტების ბაზის წარმოება; სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება; საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების მუშაობის კოორდინირება; ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის […]

საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტის სპეციალისტის (საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მიმართულებით) ვაკანსიას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საერთაშორისო სტუდენტების ონლაინაპლიკაციის სისტემის მართვა; მიღებულ ონლაინაპლიკაციებზე უკუკავშირი და კომუნიკაცია პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან; საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა; საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა (თარგმნა, ნოტარიული დამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, […]

ვაკანსია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში შეფასების პროცესების მართვისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: თანამშრომელთა შეფასების სისტემის განახლება, ადაპტირება მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და პოზიციების მიხედვით, საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა, ადმინისტრირება და განახლებული ინფორმაციის აღრიცხვა და შედეგების ანალიზი; შეფასების სისტემისთვის დეტალური ცხრილების, სქემების და პრეზენტაციების შექმნა; თანამშრომელთა კმაყოფილების, უკუკავშირის კვლევა და შედეგების ანალიზი; თანამშრომელთა გადამზადების, […]