ვაკანსია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ფუნქცია–მოვალეობები: ცენტრის კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების ხედვის მომზადება და წარდგენა ცენტრისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის; ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის; კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსებისა და ბიუჯეტის შემუშავება […]
2016 წლის 4 იანვრიდან გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია. მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 4 იანვრიდან 2016 წლის 18 იანვრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3-5 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე). დაინტერესებული პირი კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში […]
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 30 იავრიდან გამოცხადდა კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ა) 2015 წლის 27 იანვრის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N1-ის გადაწყვეტილებით 2015 წლის 30 იანვრიდან გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2015 წლის 4 მარტიდან 10:00 საათიდან და გაგრძელდეს 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე: […]
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი ორ ვაკანსიაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი კანდიდატი უნდა: იცნობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებს. მას უნდა შეეძლოს კურიკულუმის და სილაბუსის შეფასება უნდა გააჩნდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება. უნდა გააჩნდეს ინგლისური ენის გამართული საუბრისთვის საკმარისი ცოდნა. უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); CV-ს შესწავლის საფუძველზე […]
