ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

სამართლის სკოლა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის II და III კურსის სტუდენტებისთვის.

საქმიანობა:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური დახმარება;
  • ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება.

მინიმალური მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე);
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ახალ ინფორმაციასთან/ გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

სტაჟირების პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
  • ფაკულტეტი: სამართლის სკოლა
  • 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული).

კონკურსის ეტაპები: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სტაჟირება სამართლის სკოლაში“.

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!

გაიგე მეტი

გაიგე მეტი