ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად (არადისტანციურ) სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის.
მოთხოვნები:
- სამართლის სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
- სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები;
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
- შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტთა რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
- საკურიერო მომსახურება კანცელარიასა და სამართლის სკოლას შორის.
სტაჟირების პირობები
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1;
- თვიური სარგო – 270 ლარი (დარიცხული).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან რეზიუმეების მიხედვით;
- მეორე ეტაპზე გადასულები გაივლიან გასაუბრებას.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


