პროექტის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“.
პროექტი უკვე მე-3 წელია ხორციელდება დამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 100 კლუბი სხვადასხვა მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.
ტექნოლოგიური კლუბის მუშაობის თემატიკა ეხება ყველა იმ საკითხს, რომლებიც ციფრულ უნარებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას მოიცავს.
ვაკანსიის აღწერა
სასწავლო კლუბის ტრენერის ვაკანსია ცხადდება შემდეგი მიმართულებებით:
- პროგრამირება პითონით
- გრაფიკული დიზაინი
- ვებდეველოპმენტი WordPress-ის ბაზაზე
- UX/UI დიზაინი
- 3D მოდელირება
- ტექნოლოგიური მეწარმეობა
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემთა ანალიზი
- აპლიკაციის დეველოპმენტი
- Front-End Development.
ლოკაცია:
- გურჯაანი
- თელავი
- ახმეტა
- რუსთავი
- კასპი
- ქუთაისი
- ზუგდიდი
- ოზურგეთი
- ბათუმი
ფუნქცია/ მოვალეობები
- სასწავლო წლის განმავლობაში კვირაში მინიმუმ ერთი საათნახევრიანი შეხვედრის გამართვა პროექტის მონაწილე სასწავლებლების ტექკლუბებში, სულ 30 შეხვედრა.
- წინასწარ მომზადებული სილაბუსისა და მასალების მიხედვით კლუბის წევრებთან მუშაობა და სწავლება. (სილაბუსები და სასწავლო მასალები მომზადებულია პროექტის ფარგლებში).
- კურსები და სილაბუსები იხ. აქ: https://lms.techclubs.ge/course/index.php
- ტრენინგების დროული და ხარისხიანი წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველი ან მომიჯნავე თემატიკის კურსის სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით ( აპლიკანტი აგზავნის განაცხადს)
- კომუნიკაციის წარმატებით წარმართვისა და ჯგუფთან მუშაობის უნარი.
ანაზღაურება
ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივად ჩატარებული ტრენინგის მიხედვით. ერთი საათის ანაზღაურების ოდენობაა 12 ევრო.
დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს (პორტფოლიოს) გამოგზავნა შეუძლიათ არა უგვიანეს 2023 წლის 2 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@techclubs.ge (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციისა და იმ რეგიონის დასახელება, სადაც გსურთ ტრენერად დასაქმება, მაგალითად: ვაკანსია – გრაფიკული დიზაინის ტრენერი გურჯაანში).
სასურველია, განაცხადს დაერთოს შესაბამისი მიმართულების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ან დიპლომი.
შერჩეული კანდიდატები პროექტის ფარგლებში გაივლიან ტრენერთა გადამზადებას (TOT) ონლაინ.
2023 წელი
[wpai_display_imported_files_here]


