სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე WE ARE ILIAUNI.
მასში მონაწილეობისთვის საჭიროა თქვენს ინსტაგრამზე გამოაქვეყნოთ ფოტო ჰეშთეგით #weareiliauni და მონიშნოთ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა (IG: iliauni_dsa) და ილიაუნის (IG: iliauniedu) ინსტაგრამგვერდები.
კონკურსის 3 გამარჯვებული გამოვლინდება ფოტოებზე მოგროვებულ მოწონებათა რაოდენობით.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ილიაუნის ბრენდირებული ნივთები და „ლიგამუსის“ ვაუჩერები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 18 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კინოჩვენების დაწყებამდე.

