ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა მრავალფეხიანის ახალი სახეობა აღწერეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ელეონორა ქირიამ ილიაუნის ასოცირებულ პროფესორ შალვა ბარჯაძესა და ბელგრადის უნივერსიტეტის მკვლევართან, დალიბორ სტოიანოვიჩთან ერთად მრავალფეხიანის ახალი სახეობა – Schendyla megobroba sp. nov.  აღწერა.

სახეობის აღწერათბილისის ეროვნულ პარკში შეგროვებულ ინდივიდებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში  Schendylidae-ის ოჯახის სახეობა პირველად დაფიქსირდა. სტატიაში, რომელიც მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალ Zootaxa-ში გამოქვეყნდა, მოცემულია ამ გვარის ამჟამად ცნობილი ყველა  სახეობის სარკვევი.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი