Ethnobotany of the Caucasus − კავკასიის ეთნობოტანიკის საერთაშორისო გამოცემა Springer-ში

გამომცემლობა Springer-ში გამოქვეყნდა ფუნდამენტური ნაშრომის “Ethnobotany of the Caucasus განახლებული გამოცემა პროფ. რაინერ ვ. ბუსმანის, პროფ. ზაალ კიკვიძისა და დოქტ. ნარელ ი. პანიაგუა-ზამბრანას რედაქტორობით. 6 400-გვერდიან რვატომეულზე მუშაობდა  სხვადასხვა ქვეყნის 44 ავტორი, მათ შორის – ბოტანიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ნაშრომი იკვლევს კავკასიის მაკრორეგიონში გავრცელებული ველური და კულტივირებული მცენარეების ეთნობოტანიკას. წიგნი სტრუქტურირებულია არა ქვეყნების, არამედ მცენარეთა მრავალფეროვნების მიხედვით. მოწოდებულია ინფორმაცია 1 213 მცენარის, 89 სოკოსა და ლიქენის 4 სახეობის შესახებ.

თითოეული სახეობა ილუსტრირებულია და ახლავს ინფორმაცია საკვებად, მედიცინაში, სხვადასხვა ხელსაქმესა თუ რიტუალში გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის ძირითადი მიზანი კავკასიის ქვეყნების ეთნობოტანიკის კვლევაა, ასევე დამატებით წარმოდგენილია მცენარეების  2 232 მონათესავე სახეობა და მათი გამოყენების შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამგვარად ნაშრომი, რომელიც სულ 3 445 მცენარის სახეობას მოიცავს, საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური გამოცემაა გლობალური მასშტაბით მცენარეთა გამოყენების შესახებ.

ვრცლად ნაშრომზე: https://link.springer.com/referencework/10.1007/978-3-031-91369-3

გაიგე მეტი

გაიგე მეტი