გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსების პროგრამით განაცხადების მიღება დაიწყო

დაიწყო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა განაცხადების მიღება სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამით.

განაცხადები 2025 წლის 10 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მიიღება მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განაცხადების წარდგენის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, ბანერში „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“ (ბმული: https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo)

გაითვალისწინეთ: დაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის წარდგენა სავალდებულოა ყოველწლიურად, შესაბამისად, სავალდებულოა იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლამდე უკვე სარგებლობდნენ პროგრამის დაფინანსებით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი