15 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიასადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება გასვლითი შეხვედრა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.
ღია ლექციას „ილია და განათლების რეფორმა – განათლება, როგორც საყოველთაო იდეა, მე-19 საუკუნის საქართველოში“ წაიკითხავენ ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; გიორგი ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი.
დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტური.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/QxVfhUcuURwWeDft6
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია პირველ 100 დარეგისტრირებულ სტუდენტს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ნოემბრის12:00 საათამდე
მონაწილეობა უფასოა. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტითა და კვებით.
დეტალურ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მიიღებენ დარეგისტრირებული სტუდენტები.
დრო: 15 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)
2025

