ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ სალომე ცოფურაშვილის ინგლისურენოვანი წიგნი 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ კინოზე

სალომე ცოფურაშვილის ინგლისურენოვანი მონოგრაფია From Victimhood to Empowerment: Representing Women in 1920s Soviet Georgian Cinema („მსხვერპლობიდან ძლევამოსილებამდე: ქალთა რეპრეზენტაცია 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ კინოში“) წელს დაიბეჭდა გამომცემლობაში Bloomsbury Academic.

დისკურსის ანალიზის, პოსტკოლონიური და ფემინისტური კინოს თეორიებით აგებულ წიგნში ავტორი იკვლევს, თუ რა სიმბოლურ  მნიშვნელობას ატარებდა ქალის სხეული კლასობრივ  და ეთნიკურ იერარქიებში, როგორ აისახებოდა რუსეთის იმპერიის კოლონიური მემკვიდრეობა 1920-იანი წლების ქართულ ფილმებში და როგორ განიცადა კავკასიის რეპრეზენტაციამ დეორიენტალიზაცია ახალი თაობის რეჟისორების ნამუშევრებში.

გამოცემაში განხილულია ორი ანტაგონისტის, ახალი საბჭოთა ქალისა და ნეპის პერიოდის ბურჟუა ქალის, მახასიათებლები და დედის სახის ტრანსფორმაცია რევოლუციის თემაზე გადაღებულ ფილმებში დეკადის მანძილზე. ფილმების განხილვისას დიდი ადგილი ეთმობა მიმდინარე პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური და კულტურული პროცესების ანალიზს და მათ გამოძახილს ეკრანზე.

ეს პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია, რომელიც მთლიანად 1920-იანი წლების ქართულ კინოს ეთმობა.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი