მიღება ტრენინგზე „შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის აცხადებს მიღებას ტრენინგზე „შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები“.

ტრენინგი გაიმართება 5, 6 და 7 ნოემბერს, 18:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის S507 აუდიტორიაში.

კურსს უხელმძღვანელებს ილიაუნის პროფესორი ლევან ცაგარელი.

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება შეფასების თანამედროვე მიდგომების გამოყენების უნარების განვითარებაში და სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ტრენინგი ეფუძნება ინტერაქტიურ სწავლებას და მოიცავს დისკუსიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და გამოცდილების გაზიარებას. მისი ხანგრძლივობა 6 საკონტაქტო საათია და მონაწილეები შეძლებენ შემდეგი საკითხების განხილვას:

  • შეფასების მოდიფიცირებული მიდგომები და უკუკავშირის (Feedback) მნიშვნელობა შერეული სწავლების (Blended Learning) პირობებში;
  • განმავითარებელი (Formative Assessment) და შემაჯამებელი (Summative Assessment) შეფასების მეთოდოლოგიური განსხვავება;
  • თვითშეფასების, კოლეგიალური და მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების პრაქტიკა;
  • თანამედროვე ონლაინხელსაწყოების გამოყენება დისტანციური შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მონაწილეობის პირობები

კურსის ყველა შეხვედრაზე დასწრება და შესაბამისი დავალებების შესრულება სავალდებულოა. სასურველია, მონაწილეებს თან ჰქონდეთ ლეპტოპები ან პლანშეტები.

რეგისტრაცია სავალდებულოა. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/BYekdQcjj6Yus2qT6

სამუშაო ენა: ქართული

დრო:  5-7 ნოემბერი, 18:00-დან 20:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკის S507 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი