ნელი იმნაძე კონსტანტინე კუბლაშვილის სახელობის სტიპენდიატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნელი იმნაძემ, სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო გამოცდების შედეგების რეიტინგით პირველმა კანდიდატმა, მოიპოვა პროფესორ კონსტანტინე კუბლაშვილის სახელობის სტიპენდია. მას სრულად  დაუფინანსდება სამაგისტრო საფეხურზე სწავლა.

კონსტანტინე კუბლაშვილის სახელობის სტიპენდია 2023 წელს დაარსდა სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიმართულების საუკეთესო სტუდენტისთვის.

სამართლის სკოლა მადლობას უხდის კოტე კუბლაშვილის ოჯახს სტიპენდიის დაწესებისათვის, ნელი იმნაძეს კი ულოცავს სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებს წარმატებასა და პროფესიულ წინსვლას.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი