მაგისტრანტი ნინო ადამია ოქსფორდის უნივერსიტეტის კონკურსის გამარჯვებულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნინო ადამიამ გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის იან რემსის ცენტრის კონკურსში და 2025-2026 სასწავლო წელს მონაწილეობას მიიღებს ახალი თაობის მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში, რომელიც ბუდაპეშტისა და ზაგრების უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდება.

გაცვლითი პროგრამა განკუთვნილია როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსისა და დოქტორანტურის საწყისი საფეხურის, ასევე სამაგისტრო ნაშრომის პუბლიკაციით ან სადოქტორო თეზისის მომზადებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

ნინო ადამიას ინტერესის სფეროა ენობრივი თამაშის თეორია, ლუდვიგ ვიტგენშტაინის ფილოსოფია. საკვლევ თემებზე მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამაზ თოხაძის ხელმძღვანელობით.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროგრამით იგი განაგრძობს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე, რომელშიც ვიტგენშტაინის ფილოსოფიაზე დაყრდნობით იკვლევს ენობრივი თამაშის თეორიას, მხარეთა პერსპექტივებს „განსხვავებული სურათების“ ასპექტში და მრავალფეროვანი ცხოვრების ფორმებით განპირობებულ უთანხმოების საკითხს.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი