ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი იწყებს 3D ბეჭდვისა და დიზაინის უფასო კურსს VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
კურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და შემოქმედებითი აზროვნებისადმი. მონაწილეები შეისწავლიან 3D ბეჭდვისა და მოდელირების საფუძვლებს, გარდაქმნიან საკუთარ იდეებს რეალურ, ხელშესახებ ობიექტად.
კურსი აერთიანებს სამეცნიერო ცოდნას, 3D დიზაინის უნარებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. მასალის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში მონაწილეები გაერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში და შეძლებენ სრულფასოვან მუშაობას 3D პრინტერთან. ისინი ეტაპობრივად შეისწავლიან როგორც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიურ პრინციპებს, ისე 3D მოდელირების საფუძვლებს პროგრამა Autodesk Fusion 360-ში.
მონაწილეები
- გაეცნობიან 3D ბეჭდვის ძირითად ტიპებს;
- შეისწავლიან პრინტერის მუშაობის პრინციპებს, კალიბრაციას და ა.შ.;
- ისწავლიან პროტოტიპებისა და მოდელების დამოუკიდებლად შექმნას თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
- განუვითარდებათ პრობლემების გადაჭრისა და სამეცნიერო, საინჟინრო აზროვნების უნარებს.
სწავლების ფორმატი და შეფასება
კურსის მონაწილენი შეასრულებენ ინდივიდუალურ და გუნდურ დავალებებს, პერიოდულად ჩატარდება ქვიზები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მათ დაეხმარება ცოდნის გამყარებაში.
მონაწილეთა პროგრესი შეფასდება დავალებების შესრულების ხარისხისა და აქტიურობის მიხედვით. ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შუალედურ ეტაპებს, გადავლენ ფინალურ ეტაპზე და მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი 3D პროექტები.
ფინალური პროექტების წარდგენის შემდეგ გამოვლინდება რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი და მათი ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით – 3D პრინტერებით.
- ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და დიზაინი. მონაწილეებს არ სჭირდებათ გამოცდილება და ცოდნა 3D ბეჭდვასა ან მოდელირებაში. ამ ცოდნას კურსზე დაეუფლებიან.
- როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/dJNQLw5Ywrj9PMhX9
პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე, მათი მოტივაციის მიხედვით.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 3 ნოემბრისა.
კურსი ჩატარდება დისტანციურად Google meets-ის გამოყენებით.
სამუშაო ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში 2 დღე, 2 საათი
შენიშვნები:
- სერტიფიკატის მისაღებად გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს;
- კურსისთვის საჭიროა ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომელიც უზრუნველყოფს Autodesk Fusion 360 პროგრამის გამართულ მუშაობას. (ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://autode.sk/3g6KpM2. შერჩეული მონაწილეები პროგრამის ინსტალაციისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციებს მიიღებენ კურსის დაწყებამდე).
კურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტთან „სამეცნიერო ცოდნის 3D ფრთები“ (ავტორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა) თანამშრომლობით.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge
2025

