გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“

23-28 სექტემბერს კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) გეოგრაფიის განათლების ინსტიტუტისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი II-ის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

საზაფხულო სკოლის მიზანია მონაწილეებისთვის ცოდნის გაღრმავება გლობალური და ადგილობრივი მდგრადობის გამოწვევებზე, ასევე ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მედიის გამოყენების უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების განათლების (ESD) ეფექტიან ინტეგრაციას სასწავლო პრაქტიკაში.

პროგრამა მოიცავს სემინარებს, ვორკშოპებს, საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს. მონაწილეები მუშაობენ თემებზე, როგორებიცაა:

  • გამოწვევები და გამოსავალი – გაეცნონ გერმანიასა და საქართველოში მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემებს და შეიმუშაონ შესაძლო გადაწყვეტილებები;
  • სასწავლო პროექტების ანალიზი – გააანალიზონ გერმანული და ქართული მიდგომები მდგრადი განვითარების განათლების (ESD) მიმართულებით და შეიმუშაონ ახალი იდეები;
  • ენისა და საგნობრივი უნარების განვითარება – განივითარონ ენისა და საგნობრივი კომპეტენციები რთულ საკითხებზე კომუნიკაციისთვის;
  • ინოვაციური მედია და OER – ისწავლონ ინოვაციური მედიისა და ღია საგანმანათლებლო რესურსების (OER) გამოყენება სასწავლო მასალების შესაქმნელად და ESD-ის სწავლის პროცესებში უფრო ფართო ინტეგრაციისთვის.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერდისციპლინური ცოდნის განვითარება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სფეროში მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრებასა და დანერგვაში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი