2025 წლის სექტემბერში საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Frontiers in Political Science გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ დავით აფრასიძის სტატია „სამოქალაქო საზოგადოება და ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში: ვარდების რევოლუციის გადახედვა“.
ნაშრომი მომზადდა და დაიბეჭდა ჰორიზონტი ევროპის პროექტის EMBRACE („ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“) ფარგლებში.
ავტორი მიმოიხილავს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლს ვარდების რევოლუციის წინა და შემდგომ პერიოდებში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანტიკორუფციული რეფორმების დინამიკას. ნაშრომში გამოკვეთილია სამოქალაქო საზოგადოების ორმაგი ფუნქცია: ერთი მხრივ, როგორც დემოკრატიული პროცესებისა და კონკურენციის მამოძრავებელი ძალა, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ხელისუფლების პარტნიორი გარდამავალ და პოსტრევოლუციურ ეტაპებზე.
სტატია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/rZN4D
ჰორიზონტი ევროპის პროექტი „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) მიზნად ისახავს ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების აკადემიურ შესწავლას, მათი გადალახვის გზების მოძიებასა და პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების შემუშავებას ევროკავშირის სამეზობლოში დემოკრატიის ხელშემწყობი (EUDP) პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
პროექტი 2022 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება და 2025 წლის სექტემბერში სრულდება.

