სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს მიღებას ილიაუნის ფუტსალის, კალათბურთის და ფრენბურთის გუნდებში

შერჩეული მოთამაშეები ივარჯიშებენ ილიაუნის გუნდებთან ერთად და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებაში.

ილიაუნის ფუტსალის გუნდი მონაწილეობს როგორც საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ში, ასევე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატებში.

კალათბურთის და ფრენბურთის (გოგონები, ვაჟები) ნაკრებები მონაწილეობენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატებში.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 10 ოქტომბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდეთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში.

ფრენბურთის ნაკრების სარეგისტრაციო ფორმა – https://shorturl.at/2y3MJ

კალათბურთის ნაკრების სარეგისტრაციო ფორმა – https://shorturl.at/oQEDm

ფუტსალის ნაკრების სარეგისტრაციო ფორმა – https://shorturl.at/IfiAA

გაიგე მეტი

გაიგე მეტი