2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მოსაპოვებლად თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მოსაპოვებლად მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თბილისის   მერიაში   მიმდინარეობს განცხადებების  მიღება თბილისში რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის.

პროგრამის ფარგლებში  სტუდენტებს  სწავლა  დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,  დოქტორანტურა).

სწავლის დაფინანსება  ხორციელდება  სემესტრულად და შეადგენს სემესტრში არაუმეტეს 1 125 ლარს.  დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი“, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%-ით.

განცხადებები მიიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მის.: ჟ. შარტავას ქ. N7), ასევე თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/news/15067

გაიგე მეტი

გაიგე მეტი