საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების გამოცდების განრიგი 2025-2026

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგი რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით, სამაგისტრო პროგრამების და მიმართულებების მიხედვით:

  • ინგლისური ენის წერითი გამოცდა − 2 სექტემბერი, 11.00 საათი, T401 აუდიტორია − განრიგი;
  • რაოდენობრივი და სიმბოლური მსჯელობის წერითი გამოცდა − 3 სექტემბერი, 10.00 საათი, T401 აუდიტორია − განრიგი.

ზეპირი გამოცდების განრიგი

  • ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები − 5 სექტემბერი, 11.00 საათიდან, G206 აუდიტორია (განრიგი გამოქვეყნდება ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 5 სექტემბერს 18.00 საათამდე);
  • ბუნების დაცვა და მეტყევეობა  −  8 სექტემბერი, 10.00 საათიდან, T403 აუდიტორია − განრიგი;
  • გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია  − 4 სექტემბერი, 11.00 საათიდან, G208 აუდიტორია − განრიგი;
  • გამოყენებითი გენეტიკა (ქართულენოვანი) – 6 სექტემბერი, 11.00 საათიდან, E209 აუდიტორია − განრიგი;
  • გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) − 6 სექტემბერი, 11.00 საათიდან, E209 აუდიტორია  (განრიგი გამოქვეყნდება ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 5 სექტემბერს 18.00 საათამდე);
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები − 5 სექტემბერი, 14.00 საათიდან, G206 აუდიტორია − განრიგი;
  • ეკოლოგია −  2 სექტემბერი, 11.00 საათიდან, E209 აუდიტორია − განრიგი;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები; ნეირომეცნიერებები) – 5 სექტემბერი, 11.00 საათიდან და 6 სექტემბერი, 12.00 საათიდან, G208 აუდიტორია – განრიგი
  • სურსათის  მეცნიერება − 3 სექტემბერი, 11.00 საათიდან, G208 აუდიტორია − განრიგი;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა − 9 სექტემბერი, 11.00 საათიდან, T403 აუდიტორია (განრიგი გამოქვეყნდება ინგლისური ენის გამოცდის და რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში  გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 5 სექტემბერს 18.00 საათამდე);
  • ფიზიკა და ასტრონომია  −  4 სექტემბერი, 11.00 საათიდან, G206 აუდიტორია − განრიგი.

სავალდებულოა! გამოცდის დროს აპლიკანტმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარუდგენს კომისიის წევრებს.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების გამოცხადების ვადები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები განთავსდება მხოლოდ რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სიახლეები“ შემდეგი განრიგით:

ინგლისურ ენაში − 2025 წლის 3 სექტემბერს;

რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში − 2025 წლის 3 სექტემბერს 18:00 საათზე;

სხვა დანარჩენი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები − 2024 წლის 10 სექტემბერს.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის და განხილვის პროცედურები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შევსებული და ხელმოწერილი საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე sciences_medicine@iliauni.edu.ge შემდეგის გათვალისწინებით:

ა. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებისთვის − ინგლისური ენა; რაოდენობრივი და სიმბოლური მსჯელობა − შეუძლიათ გამოგზავნონ 2025 წლის 4 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართება 2025 წლის 5 სექტემბერს.

ბ. შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდებისთვის − შეუძლიათ გამოგზავნონ 2025 წლის 11 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართება 2025 წლის 12 სექტემბერს.

საბოლოო შედეგების გამოცხადება

2025 წლის 13 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები, მხოლოდ რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასებისა და პროგრამის მითითებით.

გისურვებთ წარმატებას!

2025

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი