როლან კილაძის სახელობის მომავალი ასტრონომის პრემიის მფლობელები გამოვლინდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში როლან კილაძის სახელობის მომავალი ასტრონომის პრემიის მფლობელები გამოვლინდნენ.

კონკურსის მიზანი იყო ასტრონომიის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ამ დარგის მიმართ.
მონაწილეობდა 22 პროექტი. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები:

I ადგილი − ნიკოლოზ ნებიერიძის პროექტი „საბოლოო პარსეკის ამოცანა“;

II ადგილი − გიორგი ციციშვილის პროექტი „დედამიწა – მთვარის სისტემის ლაგრანჟის წერტილები“;

III ადგილი − ანდრია ჯაფარიძის პროექტი „M კლასის ჯუჯა ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონაში მდებარე ეგზოპლანეტების ატმოსფეროს აღმოჩენის რაოდენობრივი სიმულაცია“.

აკადემიკოს როლან კილაძის ოჯახის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს მიიღებს გიორგი მიქავა პრაქტიკული ასტრონომიის პროექტისთვის „ციური შთაგონება: ჩემი ისტორია ასტრონომიასთან“.

საკონკურსო კომისიამ ნაშრომები შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმით: თემის ორიგინალობა, შემოქმედებითი მიდგომა, აქტუალობა, და მკაფიო ფორმულირება.

პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართება 27 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა „მომავალი ასტრონომის“ სიგელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და კვლევით საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი