თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026

თურქეთის მთავრობა აცხადებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების პროგრამაზე (Türkiye Scholarships) 2026 სასწავლო წლისთვის.

პროგრამა განკუთვნილია პროფესიული განათლებით, საბაკალავრო პროგრამებით, სამაგისტრო პროგრამებითა და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური სტიპენდიას და სწავლას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აფინანსებს სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ თურქულის ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსით.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად Türkiye Scholarships Application System-აში რეგისტრაციით:  www.turkiyeburslari.gov.tr

განაცხადის წარდგენის ვადა: 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი