„ამ გზით ვიარე 100 წელიწადი და რაც დამრჩა კიდევ გასავლელი, ისევ ამავე გზით ვივლი“
მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება ღონისძიებათა ციკლი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სტუდენტებთან, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო გამოცემების პრეზენტაციებს, სემინარებსა და საჯარო მოხსენებებს.
23 იანვარს მზექალა შანიძეს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე გადასცემს ილიას მედალსა და სამეცნიერო პრემიას. საიუბილეო ღონისძიებათა ციკლი დასრულდება აკაკი შანიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოთი, წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენითა და ამ მეცნიერთა 1960−1987 წლების მიმოწერის გამოფენით.
23 იანვარი | მზექალა შანიძისთვის ილიას მედლისა და სამეცნიერო პრემიის გადაცემა
30 იანვარი | მზექალა შანიძის შეხვედრა სტუდენტებთან. „სადაც ფიქრი თავისუფალია“ – ლექცია და ღია დიალოგი უნივერსიტეტზე, სამეცნიერო კვლევასა და აკადემიურ თავისუფლებაზე
2 თებერვალი | მზექალა შანიძის ახალი წიგნის „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
6 თებერვალი | სემინარი „ციფრული სამეცნიერო გამოცემის (DSE) მეთოდები და სტანდარტები სიტყუაჲ ართრონთათჳს მაგალითზე“
16 თებერვალი | საჯარო მოხსენება „მეცნიერების პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“
26 თებერვალი | აკაკი შანიძის იუბილე და მზექალა შანიძის მიერ გამოცემული წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენა


