შიდა მობილობა სამართლის სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობა გამოცხადდა სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე – 50 ვაკანტური ადგილი;

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადების დაწერის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის შესახებ განცხადება უნდა გამოგზავნონ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის „არგუსი“ საშუალებით;
  • სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;

დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი