მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ისტორია“

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ენებში ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 6 აპრილს, 18:00 საათზე, T101 აუდიტორიაში. ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას; ინგლისური ენის B2 […]
