დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად, გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ ა.წ. 18 აგვისტოს, 12:00 საათზე (Eკორპუსი, 207 აუდიტორია, მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45).
გამოცდის განრიგი საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ინგლისური ენის გამოცდისა და შეფასების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სავალდებულოა გამოცდის დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში, ადგილზე (გამოცდაზე) დასწრებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დისტანციურად გამოცდები არ გაიმართება!
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
2026

