ტრენინგი „ციფრული უსაფრთხოება: რისკები, პრევენცია და დაცვა“

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ციფრული უსაფრთხოება: რისკები, პრევენცია და დაცვა“. ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გიორგი ახალაია. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში პირადი და სამსახურებრივი მონაცემების უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის დამლაგებლის (მეეზოვის) ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები: უნივერსიტეტის ტერიტორიის (შიდა ეზოს, შენობის მიმდებარე ტერიტორიის) ყოველდღიური დასუფთავება; უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე არსებული სანაგვე ურნების ნარჩენებისგან გაცლა საჭიროებისამებრ; ნარჩენების შეგროვება და განსაზღვრულ ადგილას გატანა; ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მონიტორინგი. ქცევითი კომპეტენციები: მოწესრიგებულობა; ორგანიზებულობა და პუნქტუალობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5; სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, […]