ანაზღაურებადი სტაჟირება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურის ღამის მორიგის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურის ღამის მორიგის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა სამი თვეა, წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში. ფუნქცია-მოვალეობები მიწისძვრების მონიტორინგი და მონაცემთა დამუშავება; მონაცემთა ბაზაში გადატანა; დიდ მიწისძვრებზე ოპერატიულ რეაგირება;  საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის […]

პირველკურსელთა მიღების ცერემონია

26 სექტემბერს ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე სამართლის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი ანი გუგულაშვილი სამართლის სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბის წევრები. სამართლის სკოლა პირველკურსელებს წარმატებებს უსურვებს. 2025

ჰორიზონტი ევროპის პროექტი “EMBRACE” დასრულდა

23-24 სექტემბერს ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში, გაიმართა ჰორიზონტი ევროპის პროექტის “EMBRACE” მესამე გენერალური ასამბლეა და შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ კონსორციუმის ყველა ინსტიტუციის წევრები, დობილი პროექტის, “SHAPEDEM EU”-ისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორებმა გიორგი გვალიამ და დავით აფრასიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კვლევის საბოლოო შედეგები და ევროკავშირისთვის შემუშავებული პოლიტიკის […]