რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთათვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 24 სექტემბრის ბრძანების (MES 0 25 0001216909) საფუძველზე განისაზღვრა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და მიიღებენ დაფინანსებას. აღნიშნულთა შორის არიან: პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასადილოს მოლარის ასისტენტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახურში, საუნივერსიტეტო სასადილოში, მოლარის ასისტენტის ვაკანსიას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მზა კერძების აწონა და მომხმარებლისთვის მიწოდება; ცხელი სასმელების მომზადება; გაყიდვის წერტილზე ფულადი თანხის კონტროლი; ფურშეტების, ყავის შესვენებისა და უნივერსიტეტის ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან პროფესიული განათლება; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A1 დონეზე; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

2025 წლის 25 სექტემბერს გაიმართა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხმათა უმრავლესობით, დეკანის თანამდებობაზე ფაკულტეტის საბჭომ აირჩია ასოცირებული პროფესორი ნინო მატარაძე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასოცირებულ პროფესორ ნინო მატარაძეს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის  უფლებამოსილება მიენიჭება 2025 წლის 26 სექტემბრიდან 4 წლის ვადით. 2025