გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“

23-28 სექტემბერს კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) გეოგრაფიის განათლების ინსტიტუტისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი II-ის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“. საზაფხულო სკოლის მიზანია მონაწილეებისთვის ცოდნის გაღრმავება გლობალური და ადგილობრივი მდგრადობის გამოწვევებზე, ასევე ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მედიის გამოყენების უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების განათლების (ESD) […]
ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი იწვევს ახალ წევრებს

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი იწვევს ახალ წევრებს. გუნდი 2012 წელს შეიქმნა. 2019 წელს მოიპოვა საქართველოს საგუნდო კონკურსის ორი პირველი ადგილი სიმღერისა და საგალობლის შესრულებაში, ხოლო 2023 წელს გაიმარჯვა საუნივერსიტეტო ანსამბლების ფესტივალში. გუნდი მონაწილეობს საინტერესო პროექტებსა და გასტროლებში. გუნდის წევრები გასტროლებზე იმყოფებოდნენ პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში. ყოველი სემესტრის ბოლოს კი ახალი რეპერტუარით მართავს კონცერტს, […]
MSCA Doctoral Networks 2025 – Horizon Europe

ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი Marie Sklodowska Curie Actions’ Doctoral Networks (MSCA DN) (HORIZON-MSCA-2025-DN-01-01), რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს პარტნიორთა ძლიერი ქსელი, რომელიც ერთობლივად შეიმუშავებს სადოქტორო პროგრამას. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი, 2025 კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/pofJw 2025