სამაგისტრო პროგრამის „სურსათის მეცნიერების“ მაგისტრანტების საწარმოო პრაქტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „სურსათის მეცნიერება“ მაგისტრანტებმა საწარმოო პრაქტიკის კურსის დროს მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან პროფესიულ აქტივობებში. საწარმოო პრაქტიკა გაიარეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ასევე ეწვივნენ წამყვან კომპანიებს: ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიასა“ და  ღვინის მწარმოებელ კომპანია „ბადაგონს“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებს, მათ შორის ჯიღაურის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო […]

სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურები და ვადები

სტუდენტის სტატუსის შეჩერება 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შესაჩერებლად სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტს არგუსის შესაბამისი შაბლონით არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, 2025 წლის 3 ოქტომბრის  ჩათვლით. სტუდენტის სტატუსის აღდგენა სტუდენტის სტატუსის აღსადგენად და სწავლის გასაგრძელებლად  სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტს არგუსის შესაბამისი შაბლონით სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, არაუგვიანეს  2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. განცხადების განხილვის აუცილებელი პირობაა სტუდენტს გადახდილი ჰქონდეს სწავლის საფასურის დავალიანება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ანაზღაურებადი სტაჟირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებენ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში. ფუნქცია-მოვალეობები: ასისტირება ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მართვასა და ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია).   […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მოლარის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს თეატრის მოლარის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა; სატელეფონო ზარებზე პასუხი; მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ფინანსური ჟურნალის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail); სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ელექტრონულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). პიროვნული უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი; დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა: გამართული […]