ილიაუნიში AI-ის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ სემინარი გაიმართა

25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის“ ფარგლებში და მის მიზანს ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მრავალმხრივი განხილვა წარმოადგენდა. სემინარის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების არსებული პრაქტიკა ადგილობრივ და გლობალურ საგანმანათლებლო კონტექსტში. განხილული […]
„ლომები“ ილიაუნის ფრენბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სპორტულ მოედანზე გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ფრენბურთის ჩემპიონატი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდების მონაწილეობით. ნახევარფინალური მატჩები დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა. პირველ ნახევარფინალში „ნაცული“ და „ანის ანგელოზები“ შეხვდნენ. ფინალისთვის სამი სეტი გახდა საჭირო. თანაბარი თამაშის მიუხედავად „ნაცულიმ“ გამარჯვება და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში „ლომებმა“ მეტოქე დამაჯერებლად, ორ სეტში, დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტ […]
კონკურსი ინდოეთის რესპუბლიკაში სწავლის მსურველთათვის

ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭო (ICCR) 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს სტიპენდიების პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდია გაიცემა პროგრამის AYUSH ფარგლებში და მოიცავს სხვადასხვა აკადემიურ მიმართულებას, მათ შორის: ტრადიციული ინდური მედიცინა: აიურვედა, იოგა, უნანი, სიდა და ჰომეოპათია (გარდა სამედიცინო და პარამედიცინული მიმართულებებისა) ინდური ცეკვა და მუსიკა ინტეგრირებული აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა BALLB (5 წელი) და B.Sc & M.Sc (5 […]
CS50-ის კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულთა პრეზენტაციები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლაში გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსის, CS50, ანალოგის წარმატებულ კურსდამთავრებულთა ღონისძიება, რომელზეც ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა წარადგინეს კურსის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. პრეზენტაციები ასახავდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციურ ნიმუშებს, ისე მონაცემთა ანალიზს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით განხორციელებულ იდეებს. ტექნოლოგიის სკოლა ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და სტუდენტური პოტენციალის განვითარებას. ეს […]
