საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეომემონტაჟის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ილიაუნის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და საინტერესო ვიდეომასალის მომზადება; ვიდეოფაილების შეტანა, დამუშავება და საბოლოო ვერსიის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა; სხვადასხვა ფორმატისთვის (სოციალური ქსელები, ღონისძიებები, საიმიჯო რგოლები) ვიდეომასალის მომზადება; TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატებისთვის შესაბამისი მოკლე ვიდეოების დამზადება (CapCut-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამის გამოყენებით); ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და […]
სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Social Sciences

უკრაინელი მეცნიერის, დოქტორ კატერინა იჰნატენკოს და ილიაუნის პროფესორის, შორენა საძაგლიშვილის ავტორობით იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში Social Sciences გამოქვეყნდა სტატია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ლტოლვილებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში: ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაცია“ (“Barriers to Social Service Access for Ukrainian Refugees with Disabilities in Georgia: Outreach and Communication”). კატერინა იჰნატენკო არის უკრაინის ლუგანსკის ტარას შევჩენკოს სახელობის […]
