თურქული ენის სასტიპენდიო პროგრამა

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის აცხადებს თურქული ენის 8-თვიან სასტიპენდიო პროგრამას (KATIP). KATIP – თურქული ენის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამაა უცხოელი საჯარო მოხელეებისთვის, დიპლომატებისთვის, აკადემიკოსებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ თურქული ენის სწავლა და თურქეთის გაცნობა. პროგრამა მიზნად ისახავს საკომუნიკაციო ქსელების შექმნის ხელშეწყობას თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსის მონაწილე უნდა იყოს […]

ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას.   ფუნქცია–მოვალეობები: ილიაუნის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება; უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადება; ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა; სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება; ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის გაძღოლა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება); ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობა;  ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და ჩასაწერი სივრცის განათების […]

საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ

18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ (GIZ გრანტი – N-2836) ფარგლებში გაიმართება საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. სკოლის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოებისათვის მოეწყობა 3-დღიანი საველე გასვლა თიანეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ტყეში ღამისთევით. სკოლა შეეხება შემდეგ საკითხებს: ტყის […]