დედოფალ იადვიგას ფონდის სტიპენდია დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის

დედოფალ იადვიგას ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას კრაკოვში, იაგელონიის უნივერსიტეტში, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიის ოდენობაა 1500 PLN. სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და ბაზისური ჯანდაცვით. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ იაგელონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა მხარდაჭერის ცენტრში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 […]

დოქტორანტ ელენე წიწილაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

30 მაისს, 15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ელენე წიწილაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „მიელინის ფუძე ცილის მუხტით განპირობებული იზომერებისა და გლუტამატის გავლენა მაკროფაგთა პოლარიზაციაზე” დაცვა. დრო: 30 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია. [wpai_display_imported_files_here]

დოქტორანტ ლია წვერავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

4 ივნისს, 15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლია წვერავას სადისერტაციო ნაშრომის „მიო-ინოზიტოლის მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები კაინის მჟავით გამოწვეული ეპილეპტოგენეზის ბიოქიმიურ და ქცევით ცვლილებებზე“ დაცვა. დრო: 4 ივნისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციალური სამუშაოს მიმართულებით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის დამტკიცების შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციალური სამუშაოს მიმართულებით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის დამტკიცების შესახებ ბრძანება სრულად იხ.მიმაგრებულ დოკუმენტში>> [wpai_display_imported_files_here]

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია აცხადებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე: PR და მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი; პროექტების მართვის უმცროსი სპეციალისტი; სერვისების განვითარების უმცროსი სპეციალისტი. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი ბიზნესის/მათემატიკის/ეკონომიკის მიმართულებით; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: დამოუკიდებლად მუშაობის უნარი კომუნიკაბელური გუნდური მუშაობის უნარი სწრაფი აზროვნების […]

ADS Georgia 2019 – RedBerry – „როგორ კეთდება კამპანიები – რედბერის შიდა სამზარეულო“

პროექტის ADS georgia 2019 წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა შემოქმედებით ციფრულ სააგენტოს RedBerry, რომლის ისტორიაც 2014 წელს დაიწყო. სააგენტოს არაერთი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აქვს განხორციელებული და 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. RedBerry-ის კრეატიული დირექტორები –რეზო შელია და თოკარეშკა –ისაუბრებენ თემაზე: „როგორ კეთდება კამპანიები – რედბერის შიდა სამზარეულო“. საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ჯერ რა ხდება; მერე […]

ილიაუნის მინიფეხბურთის შიდაჩემპიონატის გამარჯვებული „ოლიმპი“ გახდა

22 მაისს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები გაიმართა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს Random Team და Red Devils დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდმა სეზონის ბოლო თამაში არასრული შემადგენლობით ჩაატარა. შეხვედრა თავდაპირველად Random Team-ის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ტურნირის გამოცდილმა მონაწილემ წონასწორობა მალევე აღადგინა და პირველი ტაიმშივე დაწინაურდა. Red Devils-მა მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა და […]