ტალინის უნივერსიტეტის საზაფხული სკოლები

2019 წლის ივლისში ტალინის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სკოლა ორგანიზებას უწევს ორ საზაფხულო სკოლას საგანმანათლებლო რობოტიკის მიმართულებით. საგანმანათლებლო რობოტიკა სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში რობოტიკის ჩართულობით კურსების ორგანიზება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განათლების მიმართულების სტუდენტებსა და სხვა ზოგადი განათლებით დაინტერესებულ პირებს. რობოტიკასა და პროგრამირებაში თეორიული ცოდნა მონაწილეობის წინაპირობას არ წარმოადგენს. პროგრამები მოიცავს […]

ვახტანგ კარელიძე ილიაუნის ჩემპიონია

12 აპრილს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოჭადრაკეთა  ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო. ამჯერად მედლებისთვის ბრძოლაში 60-მდე გოგონა და ვაჟი ჩაება. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გაიმართა. ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა. ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელმა ვახტანგ კარელიძემ შავი ფიგურებით მარიამ დოლიძე დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით ილიაუნის ჩემპიონობა მოიპოვა. მას ქულით ჩამორჩა უნივერსიტეტის ორგზის ჩემპიონი […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთოთხმეტე ქება

19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთოთხმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება სრულად იხ.მიმაგრებულ დოკუმენტში>> კონკურსანტის შესავსები ანკეტა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>       [wpai_display_imported_files_here]

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება სრულად იხ.მიმაგრებულ დოკუმენტში>> კონკურსანტის შესავსები ანკეტა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>> [wpai_display_imported_files_here]

ADS Georgia 2019 –HOLMES&WATSON – ცხოვრება სააგენტოში

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის მეორე კვირა დაეთმობა კრეატიულ სააგენტოს HOLMES&WATSON, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და არაერთი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აქვს განხორციელებული. HOLMES&WATSON-ის კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთა ყავლაშვილი ისაუბრებს თემაზე: „ცხოვრება სააგენტოში”. საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს: როგორ მუშაობს სარეკლამო ინდუსტრია; როგორ მუშაობს კრეატიული სააგენტო; სააგენტოს ყოველდღიური საქმე; სააგენტოს ყოველდღიური გამოწვევები.  დრო: 15 აპრილი, […]

ქართული სტარტაპი “საბნევი” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე

კომპანია “საბნევი” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სახელოსნოში არსებულ დანადგარებთან მუშაობა დანადგარების მოვლა სამუშაო ფაილების მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: პროგრამების Corel Draw და Adobe Photoshop ცოდნა სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სპეციალიზებული საშუალო ან უმაღლესი განათლება; გუნდურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. შერჩეული აპლიკანტი გაივლის ორ კვირიან ტრენინგს და ეს პერიოდი იქნება ანაზღაურებადი. საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი. […]

ADS Georgia 2019 – HOLMES&WATSON-ის კვირეული

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის მეორე კვირეული დაეთმობა კრეატიულ სააგენტოს HOLMES&WATSON-ს, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და არაერთი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აქვს განხორციელებული. HOLMES&WATSON კრეატიული სააგენტოა, რომელიც ყველაფერს ექსტრაორდინარულ გადაწყვეტას უძებნის. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ნამდვილი ბრენდები და დავეხმაროთ მათ ჩამოყალიბებაში. ყოველ „ბრიფს“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ვეკიდებით, მაგრამ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი რაღაც ახლის შექმნის პროცესით […]

გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამა

გერმანული ენის მასწავლებლობის მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გერმანული ენის მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამაში და გახდნენ მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. პროგრამა მომზადდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და განსხვავებულია მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისაგან როგორც შინაარსით, ასევე ფორმატითაც. პროგრამის შინაარსი მოიცავს ენის სწავლების თეორიულ ასპექტებს გერმანული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვან 6 […]