ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში – 2019

12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები). ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/g6wzwrZSMfVvzq2VA რეგისტრაციის ბოლო […]

ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში

”ADS Georgia” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ძირითადი სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, გაუღვივდეთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მიიღონ სრული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ. პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და […]

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის

2 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან.  შეხვედრაზე სტუმრები წარმოადგენენ ინფორმაციას ექვსთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომელსაც კომპანია სთავაზობს სამშენებლო მიმართულების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://goo.gl/H27Huq გთხოვთ გვეწვიოთ. დრო: […]

სუსტი დენების ელექტრო ინჟინერის/პროექტის მენეჯერი

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების ელექტრო ინჟინერის/პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. სუსტი დენების ელექტრო ინჟინერის/პროექტის მენეჯერი ესაჭიროება კომპანიას „მეხანძრე.ge“ . ძირითადი მოვალეობები: სამისამართო და ზონალური სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირება, დაკომპლექტება (ხარჯთაღრიცხვა); პროექტის მართვა, ინსტალატორების ზედამხედველობა; მომწოდებლებთან ურთიერთობა; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება: ინჟინერი, ფიზიკა-მათემატიკოსი, მშენებელი, ელექტრიკოსი (სუსტი დენები); Auto CAD – პროგრამის ფლობა – აუცილებელია; […]

ანაზღაურებადი სტაჟირება რეზერვაციების განყოფილებაში – ჰოტელ ჰაბი

„ჰოტელ ჰაბი“ – სასტუმროების ონლაინ ჯავშნებისა და ტრანსფერების პირველი ტექნოლოგიური პლატფორმა საქართველოში, აცხადებს სტაჟირების პროგრამას, რეზერვაციების განყოფილებაში. სტაჟირების პროგრამის მიზანია, აღმოვაჩინოთ პოტენციური კანდიდატები, ვისაც სტაჟირების დასრულების შემდეგ დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში. თუკი ხარ სხარტი, დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაციის/მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების ძლიერი უნარებით, ემზადები პროფესიული გამოწვევებისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში, პროგრესულ და მზარდ კომპანიაში, სადაც შენი უნარების […]

საზაფხულო სკოლა „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლის პროგრამაზე „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“, რომელიც გაიმართება 2019 წლის 3-8 ივნისს ქალაქ ბიშკეკში, ყირგიზეთში. სკოლის მიზანია, სტუდენტებს გაუღრმავოს ცოდნა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტებისა და მშვიდობის პერსპექტივების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს მათი ცნობიერების ამაღლებას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და არსებული კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო […]