ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია.
მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 4 იანვრიდან 2016 წლის 18 იანვრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3-5 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე).
დაინტერესებული პირი კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე, კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
- მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- მუშაობის გამოცდილების დამადტურებელი დოკუმენტაცია, ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ, ავტობიოგრაფია/CV.
- კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- კანდიდატმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორი) თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
- კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განთლება ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ევროპის ან ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების ხარისხით;
- ACCA პროგრამის მინიმუმ პირველი ეტაპის (Fundamentals Level) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატს მოეთხოვება საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო ორგანიზაციებში მუშაობის მინუმ 5 წლიან გამოცდილება;
აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს საბუთების მიღების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს შერჩეულ კანდიდატურას. წარმომადგენლობითი საბჭო არაუგვიანეს 2016 წლის 1 თებერვლისა ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას.
აკადემიური საბჭო
[wpai_display_imported_files_here]

