ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)“

2023 წლის აპრილიდან 2028 წლის მარტის ჩათვლით იელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)“, რომლის მიზანია მოამზადოს დოქტორანტები, მეცნიერული მეთოდებისა და ანალიზის გამოყენებით უპასუხონ რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა: აივ ინფექცია და ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობანი.

GIFT პროექტი ცდილობს, ამ სფეროში მოამზადოს ბიოსტატისტიკოსთა პირველი თაობა და შექმნას მეცნიერთა ჯგუფი აივ/შიდსის სფეროში იმპლემენტაციური მეცნიერების გასაძლიერებლად.

პროექტის ფარგლებში სამი დოქტორანტი 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს იელის უნივერსიტეტში გაატარებს. გლობალური ჯანმრთელობის დღის აღსანიშნავად აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილე პიტერ კილმარქსი იელის უნივერსიტეტს ეწვია და გლობალური ჯანდაცვის სფეროს ახალბედა მკვლევრებს შეხვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის GIFT სტიპენდიატმა თამარ მღებრიშვილმა ამ შეხვედრაზე წარმოადგინა სასტიპენდიო სადოქტორო კვლევითი პროექტი, რომელიც საქართველოში მოსახლეობისთვის აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის მიწოდების გაუმჯობესებას ეხება. დოქტორმა კილმარქსმა ფოგარტის სტიპენდიატ ახალგაზრდა მეცნიერებს გაუზიარა სასარგებლო რჩევები დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე.

პროექტის კოორდინატორი: იელის უნივერსიტეტი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი