ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2025 წლის 19 დეკემბრიდან გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე.

  • რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი ¾;
  • CV;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
  • სამოქმედო გეგმა;

რექტორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება.

კანდიდატების რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყოს 2026 წლის 20 იანვრიდან, საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026  წლის 27 იანვარი 18:00 საათი (უნივერსიტეტის კანცელარიაში: ი.ჭავჭავაძის გამზირი N45, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე), არჩევნები ჩატარდეს 2026 წლის 12 თებერვლამდე.

აკადემიური საბჭო

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი