17 სექტემბერს ჰორიზონტი ევროპის პროექტი EMBRACE (ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“) ფარგლებში გაიმართა საჯარო ვებინარი თემაზე „ევროკავშირის დემოკრატიზაციის პოლიტიკა ტურბულენტურ პერიოდში“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროკავშირის დემოკრატიზაციის პოლიტიკის ინსტრუმენტების შედარებითი ანალიზს მის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოებში, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკის, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.შეხვედრის მონაწილე მკვლევრებმა მიმოიხილეს მათ შესასწავლ ქვეყნებში სხვადასხვა პერიოდში ევროკავშირის მონაწილეობის მექანიზმები და შეაფასეს მათი ეფექტურობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით კვლევის შედეგები გაუზიარა დამსწრეთ.
ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ მიზანია ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელ ფაქტორთა აკადემიური შესწავლა, გაანალიზება და მათი გადალახვის გზების მოძიება, ასევე პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება ევროკავშირის სამეზობლოში ამ უკანასკნელის მიერ დემოკრატიის ხელშემწყობი (EUDP) პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. პროექტი 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში სრულდება.

