ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ (DeSIRe), რომლის მიზანია სომხეთისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერა, კურიკულუმების ადაპტირება 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ წინსვლას, დასაქმებას და დაეხმარება მათ ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს როგორც პროფესიულ, ასევე ყოველდღიური ცხოვრებაში.
მიმდინარე წლის 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართა ევროპის დღე 2025. პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი, რომელზეც სტუმრები გაეცნენ ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის პროექტს DeSIRe, რომელიც აუდიტორიას გააცნო პროექტის კოორდინატორმა პროფ. დიმიტრი ჯაფარიძემ.
პროექტისა და მისი მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებგვერდზე.

