23-24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით თელავში გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა − კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ეროვნური სამუშაო შეხვედრა.
ორდღიანი შეხვედრის მიზანი იყო მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს კვლევის ეთიკის პოლიტიკის დოკუმენტები, კვლევის ეთიკის კომიტეტების ფორმირების პროცესი, ასევე აკადემიური მხარდამჭერი სერვისებისა და კვლევის კეთილსინდისიერების სერვისების განვითარების გეგმა. მონაწილეებმა შეიმუშავეს მოქმედების გეგმის მონახაზი და იმსჯელეს ახალი და გაუმჯობესებული სერვისების დანერგვის მნიშვნელობაზე კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით.
პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.
პროექტის კოორდინატორი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ჩარლზის უნივერსიტეტი
- მასარიკის უნივერსიტეტი
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

