Reagan-Fascell Democracy Fellows პროგრამა აცხადებს მიღებას 2026-2027 წლების გაცვლით პროგრამაზე.
რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიატთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ლიდერებს, აქტივისტებს, მკვლევრებსა და ინოვატორებს, რომლებიც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში ლიდერობენ.
პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას:
- პრაქტიკოსთა ჯგუფი: აქტივისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სხვა დარგის წარმომადგენლები;
- მკვლევართა ჯგუფი: პოლიტიკის მეცნიერებათა, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და მომიჯნავე სფეროების დოქტორები ან მეცნიერები დოქტორთან გათანაბრებული ხარისხით.
ფინანსური მხარდაჭერა:
ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება და კვლევის მხარდაჭერა.
მობილობის პერიოდები:
- 2026 წლის შემოდგომა: 2026 წლის 1-ელი ოქტომბერი – 2027 წლის 28 თებერვალი
- 2027 წლის გაზაფხული: 1-ელი მარტი – 31 ივლისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2025
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის ვებგვერდი: https://www.ned.org/fellowships/reagan-fascell-democracy-fellows-program/

