რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან კოორდინაციით აცხადებს კონკურსს “Eugen Ionescu” 2026 წლისთვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის. „ეჟენ იონესკუს“ მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევრებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ უნარები AUF-ის წევრ დაწესებულებებში, რუმინეთში.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ნოემბერი
მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1-ელი მაისი – 2026 წლის 31 ივლისი
დაინტერესებულ კანდიდატებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ელფოსტაზე: bourses-ei@auf.org
სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/vTUJY

