ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის უნივერსიტეტთა სააგენტო (AUF-ECO) საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან (MESR) ერთად აცხადებს მიღებას ორ პროგრამაზე, რომლებიც ემსახურება საფრანგეთსა და ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებას.
პროგრამები უზრუნველყოფს თანადაფინანსების შესაძლებლობებს სამეცნიერო მობილობისთვის 2026 წელს ორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებზე.
- ACCES პროგრამა
თანადაფინანსება რეგიონის მკვლევრების მიღებისთვის საფრანგეთში ორგანიზებულ სემინარებზე, კოლოკვიუმებსა ან/და კონგრესებზე.
- PARCECO პროგრამა
თანადაფინანსება ფრანგი მომხსენებლების მონაწილეობისთვის რეგიონში ორგანიზებულ სემინარებზე ან საზაფხულო სკოლებში.
განაცხადის წარდგენის პირობები:
- მხარდაჭერილი ღონისძიებები უნდა გაიმართოს 2026 წელს.
- ყოველ პროექტში უნდა მონაწილეობდეს ახალგაზრდა მკვლევარი (დოქტორანტი, პოსტდოქტორანტი ან მკვლევარი, რომელმაც თეზისი ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიცვა).
- განაცხადებს შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამეცნიერო ინტერესი, მონაწილეთა კვალიფიკაცია, პროექტის შედეგები და შემდგომი განვითარება.
მნიშვნელოვანი: კონკურსანტებმა განაცხადები უნდა წარადგინონ საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად.
განაცხადის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 00:00 საათი
დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადისთვის ეწვიეთ ბმულებს:

