მიეროშევსკის კვლევითი ცენტრი (Mieroszewski Research Centre) აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ახალგაზრდა მკვლევართათვის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიურ ან კვლევით ინსტიტუციებთან აფილირებულ ახალბედა მკვლევრებსა და 40 წლამდე დოქტორანტებს. პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ვარშავაში, ინტერკულტურულ გარემოში ოთხი თვის განმავლობაში კვლევითი პროექტების განვითარებას.
სტიპენდიის პირობები:
პერიოდი: 2026 წლის 1-ელი მარტიდან 30 ივნისამდე
თვიური დაფინანსება: 8,000 პოლონური ზლოტი (PLN) (დაახლ. 1,800 ევრო)
სტიპენდიატებს წვდომა ექნებათ არქივებსა და ბიბლიოთეკებზე, შეხვდებიან ექსპერტებს. მონაწილეობას მიიღებენ ორ სპეციალურ ღონისძიებაში:
გახსნითი შეხვედრა ვარშავაში – საინტეგრაციო ვორკშოპები, ექსპერტთა ლექციები და შეხვედრა ყოფილ სტიპენდიატებთან.
დასკვნითი შეხვედრა – კვლევის შედეგების პრეზენტაცია და თანამშრომლობის დაგეგმვა.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1-ელი დეკემბერი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე: stypendium.mieroszewski.pl

