ELICIA – Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship

ევროპის ინოვაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (EIT) მიერ EIT RawMaterials-ის დაფინანსებული პროექტი ELICIA მიზნად ისახავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მეწარმეობის გზით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასა და ლიდერობისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის მიზანია ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (HEIs) ხელი შეუწყოს გარდაქმნასა და შემოქმედებითობაზე ორიენტირებულ, ინოვაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საწარმოო ცენტრებად ჩამოყალიბებაში. EIT-ის ინიციატივის თანახმად, ის აძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებსა და მრავალდისციპლინურ თანამშრომლობას, რაც უნივერსიტეტებს ეხმარება მეწარმეობის უნარების განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტისა და შემოქმედებითი ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებაში.

პროექტის ფოკუსია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მნიშნელოვანი იქნება ტექნოლოგიები, შემოქმედებითობა და მეწარმეობა, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო გეგმას, რომელიც გააერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს, შემოქმედებითობასა და მეწარმეობას, რაც სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და სხვა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, ციფრული ეკონომიკისათვის გამოიმუშაონ ინტერდისციპლინური უნარები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტის კონსორციუმის წევრებს შორის ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაში. როგორც საქართველოს წამყვანი, კვლევაზე ორიენტირებული, საჯარო უნივერსიტეტი, კონსორციუმს უზიარებს გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და ინოვაციების მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ინოვაციებისა და კვლევის რეგიონული ცენტრი. უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება:

  • რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია – სპეციალიზებული სივრცე კვლევის, ექსპერიმენტებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვისთვის;
  • საგანმანათლებლო ტრენინგმოდული მეწარმეობის, პროტოტიპირების, რობოტიკის, ინოვაციებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით.

 

პროექტის კოორდინატორი: სტამბოლის კულტურის უნივერსიტეტი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი