ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ილიაუნის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და საინტერესო ვიდეომასალის მომზადება;
- ვიდეოფაილების შეტანა, დამუშავება და საბოლოო ვერსიის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა;
- სხვადასხვა ფორმატისთვის (სოციალური ქსელები, ღონისძიებები, საიმიჯო რგოლები) ვიდეომასალის მომზადება;
- TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატებისთვის შესაბამისი მოკლე ვიდეოების დამზადება (CapCut-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამის გამოყენებით);
- ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და პლატფორმის მოთხოვნების მიხედვით;
- მაღალი ხარისხის სამონტაჟო ტექნიკის გამოყენება (Adobe Premiere Pro, After Effects, CapCut).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ვიდეომონტაჟის ტექნიკური ცოდნა და მონტაჟის პროცესის სრულყოფილი ფლობა;
- Adobe Premiere Pro-სა და After Effects-ის პროფესიონალური ცოდნა;
- CapCut-ის გამოყენების გამოცდილება მოკლე ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
- TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატების, ალგორითმებისა და ტრენდების ცოდნა;
- კრეატიული ხედვა და სიუჟეტური თხრობის უნარი;
- ღონისძიებების, კლიპებისა და საიმიჯო ვიდეოების დამზადების გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვიდეოპორტფოლიო 2025 წლის 1 აპრილის ჩათვლით მეილზე: vacancy@iliauni.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: „ვაკანსია: ვიდეომემონტაჟე“.
გაითვალისწინეთ, რომ შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა რეზიუმესთან ერთად თქვენ მიერ დამონტაჟებული სულ მცირე 1 ვიდეოს წარმოდგენა, რომელიც ასახავს თქვენს შესაძლებლობებს მონტაჟის მიმართულებით (კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა, ტექნიკური უნარები).
შესარჩევი ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა; აპლიკანტის მიერ დამონტაჟებული ვიდეოს/ვიდეოების გადარჩევა
- გასაუბრება.
სახელფასო სარგო: 2513 ლარი (დარიცხული).

