2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ არჩევის რეჟიმი ჩაირთვება შემდეგი განრიგით:
18 სექტემბერი, 12 საათი – I კურსი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი (ტექნოლოგიის სკოლა), საბაკალავრო-სამაგისტრო, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება: I-VI კლასები, სამართლის სკოლა);
18 სექტემბერი, 15 საათი – სამართლის სკოლის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტებისთვის;
18 სექტემბერი, 17 საათი – ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამა, სადოქტორო საფეხური;
19 სექტემბერი, 12 საათი – საბაკალავრო საფეხური, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტები;
19 სექტემბერი, 15 საათი – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტებისთვის, საბაკალავრო და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება: I-VI კლასები;
20 სექტემბერი, 17 საათი – სამაგისტრო საფეხური;
24 სექტემბერი, 12 საათი – მასწავლებლის მომზადების საგანმანთლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
არჩევის რეჟიმი დაიხურება 4 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
ბილინგის (გადახდის) სისტემის დათვალიერების შესაძლებლობა გაითიშება 18, 19, 20 სექტემბერს.
გადახდას ჩვეულებრივ აწარმოებთ ბანკში და მონაცემები აისახება ავტომატურად.
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს არგუსზე წვდომა შეეზღუდებათ.
ავტორიზაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka
რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
- 222 00 009 – (717 430) – საინფორმაციო ცენტრი
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
- 222 00 09 (180) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
- 222 00 09 (115) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
სამართლის სკოლა
- 222 00 09 (301) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: argus@iliauni.edu.ge

